ქერჩის სრუტეში რუსული ხომალდების მხრიდან უკრაინული გემების მიმართ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, ვითარება ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად დაიძაბა.
უკრაინამ რომელიც რუსეთს აგრესიაში და საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.
ინციდენტის შედეგად უკრაინელი სამხედროები რუსებმა დააკავეს.
საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.