ქერჩის სრუტეში ვითარება დაიძაბა

12:01, 26.11.2018

ქერჩის სრუტეში რუსული ხომალდების მხრიდან უკრაინული გემების მიმართ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, ვითარება ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად დაიძაბა.

უკრაინამ რომელიც რუსეთს აგრესიაში და საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.

ინციდენტის შედეგად  უკრაინელი სამხედროები რუსებმა დააკავეს.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

მსგავსი