ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიული წარმატების შემდეგ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოლიმპიელების დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი – ასეთია ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შედეგი, რომლითაც საქართველომ გუნდურ ჩათვლაში, 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა ქვეყნის პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გადაუხადეს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.