პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ქართული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. ოლიმპიადა საზეიმოდ 11 აგვისტოს დაიხურა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში კი 24-ე ადგილი დაიკავა.