ხელოვნების სასახლეში 17 დეკემბერს საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დადიანის შემოქმედების ამსახველი სრული კოლექცია. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში სამი თვის განმავლობაში დარჩება.
ნახეთ თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი მხატვარზე, რომელსაც ქართველ მოდილიანს უწოდებდნენ.