დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმის დროულად გამოძიებას და სამშობლოში დაბრუნების ნებართვას ითხოვს ლიბიის ქალაქ მისრატაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური.
რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ლიბიაში სამი თვით გააჩერეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ.
მეზღვაურები „პირველ არხთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ქალაქში საომარი მოქმედებების დაწყების საშიშროებაა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე.