დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმე

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ „მოამბესთან“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სამშობლოში, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურის ცხედარი, ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ლიბიაში ნავმისადგომთან იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ რაზმაძეს გემზე მყოფ მეზღვაურთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ის განზრახ მოკლეს.