ქართველი მელომანები, გრემის არაერთი ჯილდოს მფლობელი ჯგუფის, Chemical brothers-ის კონცერტს ელოდებიან. ბრიტანული დუეტი, რომელიც საუკეთესო ელექტრონული ალბომისთვის ორჯერ დააჯილდოვეს, თაყვანისმცემლებს რუსთავის მოტოდრომზე დაახლოებით ნახევარ საათში შეხვდება. მსმელი განსაკუთრებული შოუს მოლოდინშია და საყვარელ კომპოზიციებთან ერთად, დუეტის მასშტაბურ ვიდე-პერფორმანსსაც ელოდება.