ქართველი ხელოვანების სოლიდარობა მეგობარ უკრაინას – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, უკრაინელი ხალხისა და სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის ნიშნად, ორკესტრის სარეპეტიციო სივრცეში, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულა. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლიდარობის აქციას მუსიკოსები, ნინო ქათამაძე, გიორგი ცაგარელი და ბექა გოჩიაშვილი შეუერთდნენ.