ქართველი ხელოვანების განცხადება

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავენ და საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ. წერილს ხელს აწერენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც 2019 წლამდე გაერთიანებული იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციაში. მათი თქმით, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა პრინციპით ხდებოდა ჰონორარების განაწილება. ამის გამო, 2019 წლიდან მათ აღნიშნულ ორგანიზაციასთან შეწყვიტეს თანამშრომლობა და ქონებრივი უფლებების მართვა სხვა ორგანიზაციას მიანდეს. საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე კი აცხადებს, რომ ქონებრივი უფლებების მართვა ერთზე მეტ ორგანიზაციაში სისტემას დააზიანებს.