კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ოპერირების დასაწყებად ემზადება.
„კამექს ეარლაისნი“ ტვირთებს საჰაერო გზით ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაზიდავს. ავიაკომპანია უკვე ფლობს „ბოინგ 737“ ტიპის ერთ ხომალდს. „კამექს ეარლაინსს“ თვითმფრინავი საკუთრებაში ქართულ-ამერიკული ინვესტიციის ფარგლებში გადაეცა. უახლოეს მომავალში კომპანია საკუთარ ავიაპარკს კიდევ სამი საჰაერო ხომალდით შეივსებს. ჯამში კი 150 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებაა. ეკონომიკის სამინისტრო სატვირთო ავიაგადაზიდვების განხორციელებას, სამომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გეგმავს.