ქართული თეატრის დღე

ქართული თეატრის დღე – მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლი – „იდუმალი ვარიაციები“ გათამაშდა. ასევე, გაიმართა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო.