2018 წელს თეატრებს ალტერნატიული ფინანსების მოძიება მოუწევთ. კულტურის მინისტრი დაფინანსების დღემდე არსებულ მოდელში ცვლილებების შეტანას გეგმავს. დოკუმენტი დაახლოებით ორ თვეში იქნება მზად და მას გიორგაძის უწყება თეატრალურ საზოგადოებას საჯაროდ გააცნობს. სამინისტროს მიერ თეატრებისთვის გათვალისწინებულ წლევანდელ ბიუჯეტში პრიორიტეტები უცვლელად რჩება: მიმდინარე წელს რამდენიმე თეატრის შენობის რესტავრაცია უნდა დასრულდეს, გეგმაშია თეატრალური ფესტივალების მოწყობაც.
კულტურის მინისტრს ლიზა ციციშვილი შეხვდა.