საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA – 2023“ ქართული სტენდია წარმოდგენილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში თოთხმეტი ქართული კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარდგნენ, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა. ექსპოზიციას ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.