ისტორიულ ჰერეთში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სოფელ ალიბეგლოში მდებარე ქართული სკოლა ახალ შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას.
სასწავლო დაწესებულება წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 100-წლიანი პაუზის შემდეგ კი, კახის რაიონში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა. ტაძარს, რომელიც ერთი საუკუნის განმავლობაში დაკეტილი იყო, პირვანდელი იერსახე თითქმის სრულად აქვს შენარჩუნებული.