ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 94 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

უწყების ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლები 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.

დატოვე კომენტარი