ქართული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება

უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაცია, სავარაუდოდ პარასკევს გაემგზავრება. გადაწყვეტილება ოპოზიციონერ, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ვიზიტის საბოლოო დეტალები დღის ბოლოს დაზუსტდება. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაფართოებული შეხვედრა პარლამენტში სამ საათში დაწყება. გაირკვევა შემადგენლობა და გამგზავრების კონკრეტული დრო.