ცნობილი ინგლისელი შეფ-მზარეულის თვალით დანახული ქართული სამზარეულო. ჯეიმი ოლივერი საკუთარ აუდიტორიას საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. ბლოგერი, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი ჰყავს, ჩვენს ქვეყანას გაზაფხულზე სტუმრობდა. თვეების შემდეგ ის გამომწერებს სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს გასტრონომიის შესახებ მომზადებულ ვიდეო-რგოლებს ათავსებს. „შეუერთდი ჯეიმის ფხალის დაგემოვნებაში“-ეს ერთ-ერთი ფრაგმენტია მისი ვიდეო-ბლოგიდან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს ოლივერმა ტრადიციული კერძების მომზადებაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართული კულინარიული თავგადასავალი ახლა ვიდეო-რგოლებად, ბლოგებად და ფოტოებად იქცა.