„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რუხში ადგილობრივებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი შენგელია ამჯერად სოფელ რუხში მცხოვრებლებსა და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
რუხში, მიმდინარე წელს, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, წელსვე იხსნება რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო.
შეხვედრაზე, მერობის კანდიდატთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა.