პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს აგრძელებს. ეროვნული თანხმობის საკითხზე დისკუსია დილიდან „ქართული ოცნების“ წევრებთან მიმდინარეობს. ორბელიანების სასახლეში, პარტიის თავმჯდომარე და ლიდერები იმყოფებიან. დღესვე პრეზიდენტი უნდა შეხვდეს ნიკა მელიას და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს.