უნგრეთში არიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები.
დელეგაციას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში. მმართველი პარტიის წევრები ბუდაპეშტში უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ევროკავშირის წევრი უნგრეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.