„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გამართა. „გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე,“ – ეს იყო მმართველი გუნდის მთავარი ლოზუნგი თბილისში გამართულ აქციაზე. ამომრჩევლებს მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის თავმჯდომარემ, თბილისის და რუსთავის მერობის კანდიდატებმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა. მაქსიმალური მობილიზება შაბათს საარჩევნო ყუთებთან და უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, – ასეთი იყო გამოსვლების მთავარი გზავნილები. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ყველა რეგიონიდან შეიკრიბნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შემაჯამებელი აქციის დროს პირადად შეხვდა საზოგადოებას და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გუშინდელი ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ.