„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საუბარი არის რამდენიმე კანდიდატურაზე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.