პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს აბაშაში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კანდიდატის შესახებ ისაუბრა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. გიორგი გახარიას განცხადებით, აბაშაში შეუძლებელია მომავალზე საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე და ამიტომ, ის რესურსი, რომელიც აბაშაში არის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, იქნება ყურადღების ცენტრში. გიორგი გახარიამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. დღესვე, „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობში, ფოთსა და სენაკში წარადგინა.