პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ბრიფინგი

პოლიტიკური მოძრაობის – „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ პოლიტიკური კომიტეტის წევრების განცხადებით, ქვეყნის მმართველი გუნდი თავისი არაეფექტიანი საქმიანობას გამოსასწორებლად, ლობისტურ მეთოდს მიმართავს. ზურა იაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, 2 მილიონი დოლარი გამოჰყო.

პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დღეებში კონგრესმენებისგან უმწვავესი შეფასებები მიიღო. მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული კორუფცია, დემოკრატიული ფასეულობების უგულვებელყოფა, განუკითხაობა, ნეპოტიზმი და სახელმწიფო ინსტიტუტების იგნორირება საერთაშორისო დიპლომატებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და მმართველი გუნდის მიმართ, შესაძლოა, სანქციები განხორციელდეს.