სიღნაღის მცხოვრებლებს შეხვდნენ მმართველი გუნდის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. „ქართული ოცნების“ სახელით, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს ოლქში დავით სონღულაშვილი იბრძოლებს. შეხვედრას და კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფო სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, მელიორაციის მოწესრიგების პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდს დახარჯავს. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარობის კანდიდატმაც.