„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

15:30, 04.10.2020

სიღნაღის მცხოვრებლებს შეხვდნენ მმართველი გუნდის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. „ქართული ოცნების“ სახელით, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს ოლქში დავით სონღულაშვილი იბრძოლებს. შეხვედრას და კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფო სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, მელიორაციის მოწესრიგების პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდს დახარჯავს. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარობის კანდიდატმაც.

მსგავსი