2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 28 დღე რჩება – წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადადის. მმართველი პარტია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, ამჯერად შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც მოქალაქეებს სიტყვით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს.
მთავარი აქცენტი ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გაკეთდა, მიზნებს შორის კი ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება დასახელდა.
ნათია ქენქაძე დაესწრო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრას თელავში და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა სწორედ ჩემი კოლეგა განაგრძობს.