„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მან შეხვედრა აბაშიძისა და ფალიაშვილის მცხოვრებლებთან გამართა. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოსახლეობის სურვილები მოისმინა. როგორც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მოსახლეობის თხოვნით, აბაშიძისა და ფალიაშვილის დამაკავშირებელ ერთ-ერთ შიდა ეზოში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.