„ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომელიც ამჯერად რუსთავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაჟღერდა. აქცენტი გაკეთდა რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და გასამართლებაზე.