2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 42 დღე რჩება, წინასაარჩევნო კამპანია კი აქტიურ ფაზაში გადადის. მმართველმა პარტიამ დღეს მორიგი შეხვედრა გორში გამართა, სადაც მოქალაქეებს სიტყვით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს. მთავარი აქცენტი ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გაკეთდა, მიზნებს შორის კი ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება დასახელდა.
ნინო ფისაძე დაესწრო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრას გორში და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა სწორედ ჩემი კოლეგა განაგრძობს – კიდევ რა გზავნილები გაკეთდა დღეს?