არჩევნებამდე ორ თვეზე მეტი რჩება. პოლიტიკური პარტიების მზადება აქტიურდება. მმართველმა გუნდმა რეგიონების დელეგატები წარადგინა. უახლოეს დღეებში გაირკვევა თბილისის რვა დელეგატის ვინაობაც. საბოლოო სიას „ქართული ოცნება“ სექტემბრის შუა რიცხვებში დაასახელებს.
საკუთარი გეგმები აქვს ოპოზიციას. საერთო გაერთიანება ხელისუფლების ოპონენტებმა ვერ შეძლეს, თუმცა, იქმნება სხვადსხვა ერთობა. მათ იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებენ. ოპოზიციის პროგნოზს არასერიოზულს უწოდებს მმართველი გუნდი.