„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.
რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.