ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს. ასევე 16 იანვრისთვის უკვე ჩაინიშნა პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარესთან ერთად, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც უნდა დაამტკიცონ.