დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა.
როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და მე – დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – განაცხადა კახა კალაძე.