„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ამჯერად პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. წერილში საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ მიზანმიმართულად გადადგმულ ნაბიჯებზე. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფაა.

განცხადებაში აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების შესრულებას და სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების წარდგენაზეც.

„ქართული ოცნების“ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.