„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები შიდა ქართლში იმყოფებოდნენ. შეხვდნენ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. აირჩიეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც გორის მერი იქნება და ბიუროს წევრები. ხვალ შეხვედრები გაიმართება ხაშურში, ქარელსა და კასპში.
სულ ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.