რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კაპმანიაში. ამ საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. პარალელურად, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დღეს შეფასებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.