"ქართული ოცნების" ოფისში სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ - რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე
მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში. რამდენიმე საათია, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრება და განხილვის ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციაც იყოს.
მიშა ფეიქრიშვილი მუშაობს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი