“ქართული ოცნების” ოფისში სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ – რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე

15:30, 02.12.2017

მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში. რამდენიმე საათია, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრება და განხილვის ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციაც იყოს.

მიშა ფეიქრიშვილი მუშაობს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან.

მსგავსი