„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ქვემო ქართლში გრძელდება – მმართველმა პარტიამ დღეს მარნეულის მერობის კანდიდატად, ქენან ომაროვი ოფიციალურად წარადგინა. პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მან მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქენან ომაროვი ღირსეული კანდიდატია, რომელიც შეძლებს, მოაგვაროს მარნეულში არსებული პრობლემები. „ქართლმა ოცნებამ“ მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნება“ ბოლნისისა და დმანისის მერობის კანდიდატებს წარადგენს.