წინასაარჩევნო აქტივობებს და კანდიდატების წარდგენას აქტიურად განაგრძობენ პოლიტიკური პარტიები. ასპინძის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. მმართველმა პარტიამ კანდიდატად როსტომ მირაქველიძე დაასახელა. შეხვედრისას პრემიერმა რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.