ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ინდივიდუალურ შეხვედრებზე მოსახლეობას იმ მთავარ პრიორიტეტებს აცნობს, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას კოსტავას და გამსახურდიას ქუჩაზე შეხვდა. მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარედ არსებული შენობების რეაბილიტაცია ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს.