„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. უკვე ცნობილია ქვეყნის მასშტაბით პარტიის 30-ვე მაჟორიტარი კანდიდატი. ღონისძიება კოჯორში, ბიოლის ცენტრში გაიმართა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარიამ, არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ.
პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს ღია ეთერში.