„ქართული ოცნების“ ლიდერთა რეგიონული შეხვედრები

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება. შეხვედრა შედგა გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა მდივანმა და რეგიონულმა მდივანმა იმსჯელეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში გამართავენ დისკუსიას.