რაზე ისაუბრეს ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა დილიდან მიმდინარეობდა. აუდიენცია ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ გამართეს.
შეხვედრების შემდეგ აღინიშნა, რომ მიმოიხილეს რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკადრო ცვლილებები იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.