თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი აქვს.