„ქართული ოცნების” ლიდერები თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარტია „ქართული ოცნება” ყრილობისთვის მზადებას განაგრძობს. რეგიონების შემდეგ, პარტიის ლიდერებმა შეხვედრები თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
კონფერენციაზე თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და 11 მაისის ყრილობის დელეგატები აირჩიეს.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ გენერალური და აღმასრულებელი მდივნებიც ესწრებოდნენ. კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ამისთვის ყველა მზად არის.
პარტიის მეხუთე ყრილობა 11 მაისს, თბილისში გაიმართება. დელეგატები პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ.