„ქართული ოცნების“ ყრილობა მთაწმინდის პარკში გაიმართება
„ქართული ოცნების“ ყრილობა მთაწმინდის პარკში გაიმართება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა 11 მაისს, მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.  ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, ყრილობა 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილით, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა კახა კალაძემ უკვე დაასახელა. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.