„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას გამართავს სახელწოდებით – „საქართველოს გზა ევროპისკენ“. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და საზეიმო შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გიორგი კობერიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.